დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ხვდება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მივიდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკის თეთრი სახლის ზღურბლთან ხელი ჩამოართვა, როდესაც ის მანქანიდან გადმოვიდა.
შეხვედრის დაწყებამდე დაგეგმილია ტრამპისა და ზელენსკის მედიისთვის მოკლე განცხადებები, ხოლო შეხვედრის შემდეგ ორივე პრეზიდენტი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებს და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს ადგილობრივი დროით 13:00 საათზე.
თეთრს სახლში მისვლამდე ზელენსკი ამერიკელ სენატორებს შეხვდა.
ზელენსკის ეს უკვე მეხუთე ვიზიტია თეთრ სახლში.