ჰერჩინსკი ცდილობს არა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, პოზიტიური მიზნების მიღწევას, არამედ არაევროპული ღირებულებების პროპაგანდით არის დაკავებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ ფაქტია, ევროკავშირის ელჩი დიპლომატიურ ზღვარს აცდენილია, დიდი ხანია, მან გადალახა წითელი ხაზები. ჩანს, რომ ის „დიფ სთეითის“ რუპორი გახდა საქართველოში. ელჩი ცდილობს, არა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჰარმონიზაციას, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და პოზიტიური მიზნების მიღწევას, არამედ, პირიქით, განცალკევების, დაპირისპირების, არაევროპული და ევროკავშირისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდით არის დაკავებული. დიდი იმედი მაქვს, სიტუაცია გადაიტვირთება და ევროკავშირიდან შემდგომი დიპლომატიური წარმომადგენლები იქნებიან დიპლომატიური მისიის რეალურად შემსრულებლები და არა რაღაც იმ ძალების გამხმოვანებლები, რომელთა მიზნებსაც, სამწუხაროდ, ნამდვილად არ წარმოადგენს არც ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა და არც მისი დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.