ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, გაყინული, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ინფორმაციას "აჭარათაიმსი" ავრცელებს.
როგორც გამოცემას ქობულეთის მერიაში უთხრეს, მამაკაცი სახლთან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
ასევე, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში გარდაიცვალა ქალი, რომელიც სახლში დავრდომილ 85 წლის დედას უვლიდა.
სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გურიაში, სოფელ კონჭკათში - 60 წლის კაცი მაშინ დაიღუპა, როდესაც მეზობელთან დასახმარებლად შევიდა, სახლი ჩამოინგრა და ის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა.