რადგანაც ბიტკოინების საქმე არის ძალიან უპერსპექტივო და სტრასბურგში პირდაპირ ივანიშვილის კრახით დასრულდება, ალბათ აირჩეს სტრატეგია, რომ მეორე საქმე უფრო კარგად შეკერონ - ამის შესახებ თანაინვესიტრების ფონდის, ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს არის მეორე ფაბრიკაცია, რომელიც ივანიშვილმა სასამართლოში თავისი ჩვენებისას დამიანონსა, რომ იქნებოდა დამატებითი სისხლის სამართლებრივი დევნა. ჩემთვის არ იყო ეს არც სიახლე და არც მოულოდნელობა.
ის იქ ამბობს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მტკვარი ჰესის ბიუჯეტი გაიზარდა, შესაბამისად, ალბათ ბაჩიაშვილმა მოიპარა ფული. მეტი არც მტკიცებულება არც რაიმე მიმანიშნებელი დოკუმენტი არაფერი საქმეში არ იდო. რომც მდომოდა, მე როგორც დირექტორს რაიმე უკანონობის ჩადენა, მე არ მქონდა უფლებამოსილება, რომ ჩემი ხელმოწერით პირადად დამევალებინა მტკვარი ჰესისთვის რაიმე გადაწყვეტილების მიღება.
ვინაიდან და რადგანაც ბიტკოინების საქმე არის ძალიან უპერსპექტივო და სტრასბურგში პირდაპირ ივანიშვილის კრახით დასრულდება, ალბათ აირჩეს სტრატეგია, რომ მეორე საქმე უფრო კარგად შეკერონ და ამ საქმეზე აიღონ აქცენტი“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.