საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ მოქმედებს "დიფსთეითის" დავალებების ქვეშ.
„როცა ევროკავშირს წარმოადგენ კონკრეტულ ქვეყანაში, თან ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში - შენ უნდა იზრუნო ბუნებრივია, ევროკავშირისა და შესაბამისი ქვეყნის დაახლოებაზე.
როცა ამის საპირისპირო ნაბიჯებს დგამ, ეს არის კონტრპროდუქტიული და ეს არის, ძალიან სამწუხარო მოვლენა.
პირადად მე შემიძლია პატივისცემა გამოვხატო ბატონი ჰერჩინსკის მიმართ, მაგრამ ის პირდაპირ მოქმედებს "დიფსთეითის" დავალებების ქვეშ - აქედან გამომდინარე, მისი მდგომარეობა არ არის იოლი“, - ამბობს კობახიძე.