ვფიქრობ, გაიმართება მომდევნო სამუშაო შეხვედრებიც, რომელზეც უკვე დეტალებს შევათანხმებთ. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, შევიმუშაოთ ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი", - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა უშიშროების საბჭოს დღევანდელ გაფართოებულ სხდომის დასრულების შემდეგ, რომელზედაც მან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სტრატეგია წარმოადგინა.
თემურ იაკობაშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხედულებები ერთმანეთს სრულად ემთხვევა.
"ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ კონკრეტული თანამშრომლობის ფორმები და დღეს შედგა ნაყოფიერი მსჯელობა, რომელზეც სხვადასხვა იდეები განვიხილეთ", _ განაცხადა იაკობაშვილმა და აღნიშნა, რომ ბევრი მოსაზრება, რომელიც დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ხელისუფლებისთვის მისაღებია