ნიდერლანდების მთავრობა 2026 წელს უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 700 მილიონ ევროს გამოყოფს.
აღნიშნულია, რომ უკრაინისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ სხვა სამინისტროები მათ დახარჯვას წლის ბოლომდე ვერ შეძლებენ.
უკრაინისთვის განკუთვნილი თანხები, სხვა საკითხებთან ერთად, თავდაცვითი აღჭურვილობის ბიუჯეტის ფონდიდან და საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტიდან იქნება აღებული, სადაც პროექტები გადაიდო.
ნიდერლანდები ყოველწლიურად დაახლოებით 3.5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის დახმარების სახით. თუმცა, მომავალი წლის ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ევრო წელს უკვე დახარჯულია.
ამიტომ, „მწვანეთა მემარცხენე - შრომის პარტიის“ ალიანსმა 2026 წლის ბიუჯეტის შევსების ინიციატივით წინადადება წარადგინა.