დონალდ ტრამპმა და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის დაწყების წინ შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
თეთრმა სახლმა მხოლოდ ფოტოები გამოაქვეყნა.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პოლონეთის ლიდერი არის „ფანტასტიკური ადამიანი“ და მისი „დიდი მეგობარი“.