პოლონეთის ვიცე-პრემიერმა კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა, რომ შესაძლებლად არ მიაჩნია უკრაინაში Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალების გათიშვა, რომლის საფასურსაც პოლონური მხარე იხდის.
გავკოვსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთმა Starlink-ის შეძენილი ტერმინალები უკრაინას გადასცა და გააგრძელებს უკრაინის სატელიტური ინტერნეტის სააბონენტო გადასახადის გადახდას.
„ჩვენ ვიხდით და გავაგრძელებთ ინტერნეტის გამოწერის საფასურის გადახდას უკრაინისთვის. ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმემ შეიძლება, გადაწყვიტოს კომერციული მომსახურების ბიზნეს ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის მხარეც პოლონეთია“, – განაცხადა გავკოვსკიმ.
შეგახსენებთ, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ განიხილავს უკრაინის გათიშვას ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტ-სისტემა Starlink-იდან თუ უკრაინა წიაღისეულზე შეთანხმების გაფორმებას აარ დათანხმდება.