ამერიკელი მომლაპარაკებები განიხილავენ უკრაინის გათიშვას ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტ-სისტემა Starlink-იდან თუ უკრაინა არ დაეთანხმება მათ პირობებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
გამოცემის წყაროების თანახმად, ამერიკელი მომლაპარაკებლები ახორციელებენ ზეწოლას კიევზე და ითხოვენ უკრაინის მინერალებზე რესურსებზე წვდომას.ზეწოლის ერთ-ერთ ბერკეტად განიხილება ქ ვეყნაში Starlink -ის გათიშვის შესაძლებლობა.
„უკრაინის წვდომის გახანგრძლივება Starlink-ზე აშშ-ოსა და უკრაინელ ჩინოვნიკებს შორის მოლაპარაკებების დროს დადგა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო აშშ-ის სახაზინო მდივნის სკოტ ბესენტის თავდაპირველი შეთავაზება. ეს საკითხი კვლავ წამოიჭრა უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგისა და ზელენსკის შეხვედრის დროს“, - წერს გამოცემა.
Reuters-ს წყარომ, განუცხადა, რომ შეხვედრის დროს უკრაინას უთხრეს, რომ მას Starlink -თან დაკავშირებით პრობლემა შეექმნებოდა, თუ არ მოაწერდა ხელს წიაღისეულზე ხელშეკრულებას.