ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელს გადასცა მძევალ შირი ბიბასის ცხედარი, რომელიც მებრძოლებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს. ამის შესახებ The Times os Israel იუწყება.
მებრძოლებმა ბიბასის ნეშტი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს 21 თებერვალს საღამოს გადასცეს, რომლებმაც ის ისრაელს დაუბრუნეს.
პოლიციის კოლონამ ბიბასის ცხედარი თელ-ავივის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას გადასცა.
კიბუცმა ნირ ოზმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შირი ბიბასი მოკლეს ტერორისტების ტყვეობაში ყოფნისას.
განცხადება ბიბასების ოჯახმაც გააკეთა.
„იდენტიფიკაციის პროცედურის შემდეგ მივიღეთ ის ინფორმაცია, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა. ჩვენი შირი ტყვეობაში მოკლეს. შირი იყო შესანიშნავი დედა არიელისა და კფირისთვის, იარდენის მოსიყვარულე თანამგზავრი, ერთგული და და დეიდა და წარმოუდგენელი მეგობარი", - ნათქვამია განცხადებაში.
ჰამასმა ისრაელს 4 ცხედარი 20 თებერვალს გადასცა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ერთ-ერთი ცხედარი შირი ბიბასის არ ეკუთვნოდა.
შირი, არიელ და კფირ ბიბასები 2023 წლის ნოემბერში ტერორისტებმა ტყვეობაში სასტიკად მოკლეს.
ჰამასი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ არიელი და კფირ ბიბასები დაიღუპნენ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვისას. არიელი გატაცებისას ოთხი წლის იყო კფირი კი რვა თვის.
კფირ ბიბასი 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული 251 მძევლიდან ყველაზე პატარა იყო. ბავშვების მამა, 35 წლის იარდენ ბიბასი 1-ელ თებერვალს გაათავისუფლეს.