დღეს საქართველოში არსებული ვითარება აიძულებს ეუთოს, რომ იმსჯელოს იმ საკითხებზე, რომლებიც უხეშად ირღვევა ე.წ. ხელისუფლების მხრიდან და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ დებატები იქნება ძალიან მწვავე,” - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
“ყველა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრ ქვეყანას აქვს ვალდებულება და ეს ვალდებულებები პირველ რიგში არის დემოკრატია, სამართლიანი არჩევნები, სასამართლო და ადამიანის უფლებების დაცვა. შესაბამისად, დღეს საქართველოში არსებულო ვითარება აიძულებს ეუთოს, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებს, რომ იმსჯელოს ამ საკითხებზე და დარწმუნებული ვარ, რომ მწვავე იქნება დებატები იმისათვის, რომ შეიცვალოს ვითარება საქართველოში და საზოგადოებას, ვინც პროტესტს გამოხატავს, დაინახონ მათ გზა მომავალში და პირველ რიგში ეს არის ახალი არჩევნები, ახალი დემოკრატიული პროცესის დასრულება პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.” - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ცნობისათვის, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრება, სადაც საქართველოზე დებატები გაიმართება.