წყალწაღებულები ტრამპს ეკიდებიან, რეალურად ოცნებას არ აქვს არანაირი გეგმა, მოქმედებენ კონტექსტურად - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „ფორმულას“
„წყალწაღებულები ტრამპს ეკიდებიან! რეალურად რომ გვესმოდეს, ოცნების დღევანდელი მოქმედება რას აჩვენებს: მათ არ აქვთ არანაირი პოლიტიკა; მათ არ აქვთ არანაირი გეგმა; მოქმედებენ კონტექსტურად; მათ არ აქვთ არანაირი მიმართულება.
ტრამპს რომ სხვა პოზიცია დაეჭირა, იტყოდნენ სხვანაირად. გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ აი, ტრამპიც კი ვერ მოერია გლობალური ომის პარტიასო. ეს რამდენჯერ მოხდება იცით, ამის ცვლილება? რამდენჯერაც კონტექსტი შეიცვლება და ეს კონტექსტი დღეს ჩამოყალიბებული არ არის - არავინ არ იცის პრაგმატული მიდგომა თეთრი სახლის პოლიტიკის კონტექსტში რას ნიშნავს და საბოლოო მიზანი რა არის.. და მოლაპარაკებების ბალანსირება და მანევრები რასაც ნიშნავს, ეს ხომ პროცესია და ესენი რომ გამოდიან და წინმსწრებად ამას ახურდავებენ (მათი ენით ვცდილობ, ვილაპარაკო) თავის შიდაპოლიტიკურ აქტივებში, ნუ, სასაცილოა!”, - თქვა გახარიამ.