გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე ტიტუშკების თავდასხმას ეხმიანება და მეხუთე პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებს.
"სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ თბილისის აეროპორტში. მეორე თავდასხმა ჩამომსვლელ მგზავრზე 2 დღეში. TAV airports: ეს ადგილი უსაფრთხოა? იქნება შედეგები?" - წერს ფიშერი.