დღეს პარლამენტის წინ დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ინიციატივით, საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც დევნილებმა სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადება გააკეთეს.
სამომავლოდ დევნილები პროტესტის ყველა ფორმის გამოყენებას აპირებენ და საელჩოებსაც მიმართავენ. არც სტრასბურგის სასამართლოს გამორიცხავენ, მათ სარჩელებზე უკვე მუშაობენ ადვოკატი ლია მუხაშავრია და "ადამიანის უფლებათაA პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ნინო ციხისელი.
დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარე დიმიტრი ომანაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტირებისას აცხადებს, რომ მალე თავშესაფრის მოთხოვნით დევნილები აშშ-სა და ევროპის საელჩოებს მიმართავენ და მათ დახმარებას სთხოვენ.
როგორც "კონსერვატიული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, არსებობს ინფორმაცია, რომ ბაკურციხეში გადაღებული აღფრთოვანებული ქალბატონი, სინამდვილეში, სუბელიანის ყოფილი მოადგილის ბესო წერედიანის ნათესავია. იგი ამჟამადაც სამინისტროს ფინანურ გამყოფილებაში მუშაობს.
"ხალხის პარტიის" წარმომადგენლის, ალექსანდრე შალამბერიძის განმარტებით კი, დევნილთა გაქურდვის ფაქტები გახშირდა.
"დევნილთა გასახლების დროს ნაციონალების მიერ დაქირავებული ე.წ. მუშები, სინამდვილეში, მათ ქურდავენ,"_აცხადებს შალამბერიძე.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა, დევნილები მათი გასახლების შეჩერების მიზნით, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის მიერ გამართული ბრიფინგები პარლამენტის წინ 14.00 საათზე ყოველდღიურად განახლდება.