დღეს გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება. სამდღიან კონფერენციაზე დაგეგმილია მსოფლიოს 60-მდე ლიდერის შეკრება.
როგორც მოსალოდნელია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
კონფერენციას გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, საქართველოდან კონფერენციას მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია დაესწრებიან. კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიუწვევიათ.