დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავს.
პარიზიდან მინისტრი პიერ კარდენთან გაფორმებული ხელშეკრულებით დაბრუნდა, რომლის დეტალებიც დღეს გახდება ცნობილი.
დღესვე ნიკოლოზ რურუა კონტრაქტს დიზაინერ ნინო ჩუბინიშვილს გადასცემს.
გარდა ამისა, მინისტრი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეზე ისაუბრებს, რომელიც საფრანგეთში ვიზიტის დროს გადაწყდა.
პრესკონფერენცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 14:30 სთ-ზე გაიმართება. (მის: სანაპიროს 4).