ოფიციალურ ერევანს საქართველოს მიერ განოხრციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება სურს.
როგორც საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღე გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი დიანტერესება სომხეთის მხარემ საქართველოს პრეზიდენტ მიხიელ სააკაშვილთან ერევანში გამართული შეხვედრისას გამოთქვა.
"ოფიციალურმა ერევანმა გამოხატა დაინტერესება, რომ მათი მხრიდან მოხდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და წარმატებითი განხორციელებული რეფორმების განხორციელბა. ეს ძალიან გვახარებს და გვინდა, რომ ჩვენი გამოცდილება მთელ რეგიონში გავრცელდეს. მისასალმებელია, როცა მეზობელი სახელმწიფოები საქართველოში მიმდინარე პროცესებს პოზიტიურად აფასებენ", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ერევანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გასულ კვირას იმყოფებოდა.
მიხეილ სააკაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა, რომელთანაც, ოფიციალური ინფორმაციით, ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილა.