დღეს, 24 იანვარს, ზურაბ ნოღაიდელის ახალი მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართება.
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ყოფილი თავდჯდომარის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ახალი მოძრაობა მსგავსი სტილის იქნება, როგორც მისი ყოფილი მოძრაობა, უბრალოდ ფორმალობის გამო სახელი ექნება სხვა.
მოძრაობის სახელწოდება და, შესაბამისად, სამოქმედო პროგრამა მოძრაობის პრეზეტაციაზე გაცხადდება.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ნოღაიდელს მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი, დაპირისპირებული ყოფილი თანაპარტიელების მოთხოვნით, 11 იანვარს დაატოვებინეს.