"რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს.
"ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს. მთავარი საკითხია, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ - როგორ მოიხსენიებს ევროპარლამენტი ყაველაშვილს. თუმცა, 24 თებერვალს გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პირველად დღის წესრიგში საქართველო არ არის", - წერს იგი სოციალურ ქსელში.