აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმები უკრაინულ იშვიათი წიაღისეულთან დაკავშირებით არის კომერციული წინადადება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„ნუ, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ეს არის დახმარების ყიდვის შეთავაზება, ანუ არა უსასყიდლო ან სხვაგვარად მიწოდების გაგრძელება, არამედ კომერციულ საფუძველზე“, - თქვა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, ვაშინგტონისთვის უკეთესი იქნება, რომ საერთოდ არ დაეხმაროს კიევს და ამით ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას.
ამათან, პესკოვმა აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, აშშ აგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დაარავის გამოუცხადებია ამ დახმარების შეჩერების შესახებ.