2 თებერვალს „თბილისი მოლთან” საპოლიციო ძალების მიერ სასტიკად ნაცემი მოქალაქე ამბობს, რომ სანამ დაკავების მანქანამდე მიიყვანდნენ, სასტიკად სცემეს. ეს კომენტარი მან „ტვ პირველთან“ გააკეთა. კადრებში ჩანს, რომ ზურაბ შონიას თვალი აქვს დაზიანებული.
„დამიჭირეს, მცემეს, მომხდარის შესახებ დეტალურად მას შემდეგ მოვყვები, რაც იურისტებს შევხვდები. სანამ ავტომობილამდე მიმიყვანდნენ, მანამდე [გამისწორდნენ]. არ ვიცი, თავჩახრილი მირტყეს და მერე ჩამსვეს მანქანაში. მანქანაში პატრული ნორმალურად მექცეოდა”, – ამბობს ის.
2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა.