ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ერთიანი მსოფლიო მედია" (One World Media), 2011 წლის საუკეთესო მედია-პროექტის გამოვლენის მიზნით, კონკურს აცხადებს.
"ერთიანი მსოფლიო მედიის" კონკურსი გამოავლენს მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში მომზადებულ საუკეთესო მედია პროდუქტს. გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება ლონდონში, 2011 წლის 10 მაისს.
დაჯილდოების ცერემონიალი გადაიცემა BBC-ს ეთერში.
კონკურსი ტარდება 13 კატეგორიაში და მოიცავს ყველა ტიპის მედიასაშუალებას. 2011 წლის კონკურსს დაემატა ახალი სტუდენტური ჯილდო, რომელიც გამოავლენს გამორჩეულ სტუდენტურ ნამუშევარს.
წელს ასევე ცვლილებაა ტელევიზიისა და რადიოს კატეგორიებში, ამჯერად, მიიღება ნებისმიერი კონტენტის მასალა განვითარებად მსოფლიოზე. საკონკურსო მასალის ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმუმ 30 წუთი. ყველანაირი დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთია ან უფრო მეტი, მიიღება დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში.
პრესის კატეგორიაში გამოვლინდება საუკეთესო ბეჭვდითი ნამუშევარი, რომელიც აშუქებს თემებს, როგორიცაა სპორტი, მუსიკა, ქალების ინტერესის სფეროები, საკვები და ჯანმრთელობა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 თებერვალი.
მასალის გამოყენების პირობები