ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დასრულების შემდეგ ადგილზე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. როგორც სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, დედამისს ორი პოლიციელი ეჯაჯგურებოდა, რის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.
„მას შემდეგ გავხდი ცუდად, რაც დავინახე, რომ ჩხრეკის დასრულების შემდეგ დედაჩემს, რომელიც ვიდეოს მიღებდა, ორმა ძალიან მაღალმა ადამიანმა დაუწყო ჯაჯგური. დედაჩემს აქვს წელის პრობლემა და ცუდად გავხდი, რამე არ დამართონ-მეთქი. დამეწყო პანიკური შეტევა.
ჩხრეკის დასრულების შემდეგ, როდესაც დედაჩემმა დაინახა, რომ უცხო პირი იყო სახლში შემოსული, რომელმაც არ წარგვიდგინა საბუთები, ვიდეოს რომ იღებდა, ტელეფონი წაართვეს. ცდილობდნენ ტელეფონის გახსნას, რათა წაეშალათ ის ვიდეო, რაც გადაიღო.
7-8 ცალი პლედი ამოიღეს. ძალიან დიდ ხანს განიხილავდნენ მასზე დატანილ წარწერას. საქართველოს დროშის წაღებაც უნდოდათ. უკვე მეორე ტელეფონი წაიღეს ჩემი. პირველი ტელეფონი დღემდე არავის მოუტანია და ახლა კიდევ მეორე ტელეფონი წაიღეს, ასევე წაიღეს აიპადი, რომლითაც ვხატავ და მჭირდება.
ვუკავშირებ აქციას, რომლის ივენთიც დაიდო "დაიტოვეში". აქცია ორგანიზებულია მოქალაქეების მიერ და დარწმუნებული ვარ, მათ კიდევ უფრო დიდი პროტესტი გაუჩნდებათ ამის მერე. (ჩხრეკა დაიწყეს) იმის გამო, რომ ჩვენ დავდეთ ამ აქციის ანონსი ჯგუფში", - ამბობს ნენსი ვოლანდი TV პირველთან.
შსს-მ დღეს ჩხრეკები სხდასხვა ლოკაციაზე ჩაატარა. გაჩხრიკეს ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებლების ილია ღლონტის და ნენსი ვოლანდის სახლები. აქტივისტი ისაკო დევიძე, რომლის სახლშიც დღეს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.