პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია დღეს სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას და დაკავებებს ეხმიანება.
„ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს.
ის ყველას მიუკაკუნებს კარზე, მათ შორის - იმათ, ვინც დღეს ჩუმადაა, ფიქრობს, რომ მას არაფერი შეეხება და თავისი სიჩუმით ახალისებს მოძალადე რეჟიმს. ეს მხოლოდ დროის საკითხია.
შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი იმის ნიშანია, რომ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევედით და ჩვენი გამარჯვებაც დროის საკითხია, რომელიც ძლიერი, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პროტესტით გარდაუვლია.
თავისუფლება რეჟიმის მძევლებს!“ - წერს გახარია.