ზღაპრებია, ბატონებო, რომ დასავლეთში პოლიციელისთვის სილის გაწნისთვის ჯვარს გაგაკრავენ. არსად, ნორმალურ სახელმწიფოში არ გაუშვებენ ქალს მინიმუმ 4 წლით ციხეში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „თავისუფლების მოედნის“ წევრი, განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია წერს.
„ჩემ ბავშვობაში, 1989 წელს იყო ასეთი ამბავი აშშ-ში. მსახიობი ჟაჟა გაბორი ლოს ანჟელესში მანქანით გადაადგილების დროს პოლიციელმა გააჩერა. სანამ საბუთებს ამოწმებდა, მსახიობმა მანქანა დაძრა და გაქცევა სცადა. პოლიციელი დაეწია და მისი ავტომობილიდან გადმოყვანა სცადა. ამ დროს მსახიობმა მას სილა გააწნა.
ჟაჟა გაბორი 3 დღით გაუშვეს ციხეში, დააკისრეს ფულადი ჯარიმა და საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახური. ჰოდა, ზღაპრებია ბატონებო, რომ დასავლეთში პოლიციელისთვის სილის გაწნისთვის ჯვარს გაგაკრავენ. არსად, ნორმალურ სახელმწიფოში არ გაუშვებენ ქალს მინიმუმ 4 წლით ციხეში, არც სასამართლომდე ეყოლებათ გამოკეტილი იმის გამო, რომ მის შეურაცხმყოფელს, მრავალი სხვა მოწმის მიერ დადასტურებულად სადისტ პოლიციელს სილა გააწნა“, - წერს სიმონ ჯანაშია.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დიტექტორი მზია ამაღლობელი 21-ე დღეა შიმშილობს. მას ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.