კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე ორი კვირაა დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება.
როგორც ხოშტარის წერს, ლომიძეს დაკავებამდე ხერხემალზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, რომელიც ცემის შედეგად გაურთულდა.
„კიდევ ერთი საგანგაშო ამბავი, რომელიც ამდენ სხვადასხვა პრობლემაში შედარებით ჩაიკარგა.
პატიმრის ოჯახის თანხმობით ვწერ
დეკემბერში საპროტესტო აქციაზე დააკავეს დავით ლომიძე, რომელსაც მოძალადე პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებამდე მას ხერხემალზე ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული, რომელიც ცემის შედეგად გაურთულდა.
დაახლოებით ერთ კვირაში დაეწყო ფეხის ტკივილი, ამის შემდეგ უკვე ორი კვირაა ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, ვერ დგება საწოლიდან. ეს არის წამება, წამების მორიგი შემთხვევა!
სასწრაფოდ ესაჭიროება კლინიკაში გადაყვანა, გამოკვლევები და მკურნალობა!
დიპკორპუსთან კომუნიკაცია არის, შიგნიდან წნეხია გასაზრდელი“, - წერს ხოშტარია.