ასეთი თავხედობა პუტინის ხელისუფლებასაც არ ჩაუდენია, ევროპა მკვდარია და გასასვენებელი, - ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ევროკავშირის სავიზო სანქციებთან დაკავშირებით TV მონიტორინგთან საუბრისას განაცხადა.
"ასეთი თავხედობა თვით რუსეთის, პუტინის ხელისუფლებასაც არ ჩაუდენია. ფაქტობრივად, სამყარო ყირაზე არის დამდგარი.
ხმამაღლა ვიტყვი, ვინც გინდა შემედავოს და დავუმტკიცებ - ევროპა მკვდარია და გასასვენებელი. ჩვენ ჩვენ თავს თვითონ უნდა მივხედოთ და აბსოლუტურად არაფერში არ წაგვადგება. ერთადერთი შეიძლება, ტურისტულ მოგზაურობაში გამოგვადგეს მკვდარი ევროპის ვიზები" - ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე.