სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა აპრილში ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. იუწყება Reuters
აღნიშნულის შესახებ ვუჩიჩმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი სამშაბათს ა ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე გადადგ.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ვუჩევიჩის გადადგომამ აიძულა ოპოზიცია დროებითი მთავრობის შექმნის მოთხოვნით გამოსულიყო.
თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტმა სამშაბათს სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ მის პარტიას დასჭირდება 10 დღე, რათა გადაწყვიტოს უმრავლესობის მთავრობა ჩამოაყალიბოს თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.
"ახალი არჩევნები შესაძლოა, ჩატარდეს აპრილში. დროებით მთავრობაზე საუბარი არ შეიძლება", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი ანტისამთავრობო აქციების ფონზე თანამდებობიდან გადადგა.
გაფიცულმა სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად ბელგრადის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგისტრალი 24 საათით გადაკეტეს. ბლოკადას შეუერთდნენ სხვა მოქალაქეებიც, მათ შორის, ფერმერები, რომლებიც აქციაზე ტრაქტორებით მივიდნენ და დემონსტრანტებს ამ გზით იცავდნენ.