ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს,- წერს X-ზე საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი.
"ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე ძალიან ცუდია. ევროკავშირის ელჩები დღეს "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" რედაქტორებსა და ამაღლობელის იურიდიულ გუნდს შევხვდით. წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს. ყველამ ვნახეთ დარტყმის ვიდეო. სად არის ჰუმანურობა?" - წერს ფიშერი.