პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. ცვლილებების მიხედვით, პოლიციელთა უფლებები იზრდება, კერძოდ მათ საშუალება ეძლევათ, შეამოწმონ ავტომობილი ან საზღვაო ამფოტორიაში მცურავი საშუალება. სამართალდამცველებს ამ მოვალეობის შესრულება მხოლოდ საგანგებო, საომარი ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევეების დროს შეეძლებათ.
დღემდე მოქმედი კანონის მიხედვით, პოლიციას ავტომობილის შემოწმების უფლება არ ჰქონდათ.
პოლიციის შესახებ კანონპროექტში ცვლილებები მთავრობის მიერ არის ინიცირებული.