დღეს დევნილებმა პატრიარქთან შეხვედრა ვერ შეძლეს. როგორც დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარემ დავით მალაზონიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტირებისას აღნიშნა, უწმინდესმა დღეისთვის ვერ მოიცალა, რადგან საღამოს ლოცვისთვის ემზადებოდა.
მისი თქმით, საპატრიარქოს რეზიდენციაში დევნილები ორშაბათისთვის დაიბარეს. სწორედ ამ დროს აცნობებენ მათ უწმინდესთან შეხვედრის ზუსტი თარიღის შესახებ.
შეგახსენებთ, დევნილთა გასახლების შეჩერების მიზნით დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის 10 წევრი უწმინდესთან მისვლას გეგმავდა. დევნილების თქმით, ისინი აპირებდნენ, დაეჩოქათ პატრიარქისთვის და ქართველი ერის გენოციდის შეწყვეტის საქმეში დახმარება ეთხოვათ.