საქართველოს პროკურატურამ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია დაზარალებულად ცნო.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დაზარალებულად ცნობა საშუალებას მისცემს ადვოკატებს წვდომა მიიღონ საქმის მასალებზე.
"ახლა მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გვჭირდება წვდომა საქმის მასალებზე. ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს", - აცხადებენ პარტიაში.
რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მასზე თავდასხმი დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია.
შეგახსენებთ, 15 იანვარს პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.