საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, სრულიად სომეხთა კათოლიკოსს შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას NEWS.am ეჩმიაძისნის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ამ დროისთვის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კათოლიკოსი ეჩმიაძინში არ იმყოფება. ყველაფერი დღეს, დღის ბოლომდე გადაწყდება", - აცხადებენ ეჩმიაძინში.
სომხური ეკლესიის წინამძღვარი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოში სომხური ეკლესიის სტატუსის საკითხი გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ორდღიანი ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა.