სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ მან "მთის ამბებთან" ისაუბრა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო.
“შოვის ტრაგედიამ უფრო გაამძაფრა მდგომარეობა და ბრალის წაყენება მოხდა დაახლოებით 5 ივლისს 2023 წლის. დავა დაიწყეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მე დავრეკე 112-ში და ვამხილე ჩემი ყოფილი პარტნიორი ჩემზე განხორციელებულ ძალადობაშ. ფაქტზე დააკავა პოლიციამ ის და წარუდგინა ბრალი. აქ არის ბევრი საინტერესო დეტალი. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო მე მიცავდეს, ქალის უფლებებს იცავდეს და ოჯახური ძალადობის ფაქტი გამოიკვეთა და ამას მიჰყოლოდა, რატომღაც, მტკიცებულებები საქმეში დამაგრებული არ არის. პირველმა და მეორე ინსტანციამაც რატომღაც ჩათვალეს, რომ კი, ფაქტი ცემის იყო, მაგრამ საკმარისი მტკიცებულებები არ იყო და ისე შეიკერა... 26 დეკემბერს გამოტანილი სააპელაციოს განაჩენი იყო წითელი ხაზი, რაც გადაკვეთა სასამართლომ და ქართულმა ხელისუფლებამ და ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო მეორე საქმეს, სადაც ბრალდებული ვარ იმისთვის, რომ მოსამართლემ უკვე ჩემს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლად გამოიტანეს, იმიტომ, რომ არანაირი მტკიცებულება საქმეში არ დევს. ეს არის სრულიად გამოგონილი რამ. პირიქით ხდება, ჩემზე იყო ძალადობა მამა-შვილის მიერ. დღეს ეს საქმე ძიებაშია, ბრალი წარდგენილი არ არის. ვარ დაზარალებული და ქართულმა სისტემამ ისე იმუშავა, ცრემლებით, მოფერებით, „ქალბატონო თეა, ძალიან ვწუხვართ, რომ ასეთ გზას გადიხართ და იქეთ გამოვყავარ მოძალადე ქართულ სისტემას.
ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ, - ამბობს გოდოლაძე.