უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ცნობებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ 90 დღით ყველა არსებული და ახალი საგარეო დახმარების პროგრამა შეაჩერა. ამის შესახებ ზელენსკიმ მოლდივის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება ამ დროისთვის არ შეჩერებია.
„ვიცი, რომ არსებობს უამრავი ინსტიტუტი მთელ მსოფლიოში, რომლებსაც ადრე აშშ-ის მთავრობა უჭერდა მხარს.
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, თუ რა შეიძლება დაკარგოს უკრაინამ და იმის, რასაც ვაკეთებ. მე ორიენტირებული ვარ სამხედრო დახმარებაზე. ეს არ შეჩერებულა, მადლობა ღმერთს“, - თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა არსებული და ახალი საგარეო დახმარების პროგრამა შეაჩერა. ამის შესახებ შეტყობინებები უცხო ქვეყნებში აშშ-ს საელჩოებსა და ოფიციალურ პირებს გაეგზავნათ.