თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ აქციაზე დაკავებული 25 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ადვოკატის თქმით, მოსამართლე ცალსახად და უაპელაციოდ დაეთანხმა პროკურორ ვაჟა თოდუას შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, ისე რომ სათათბიროდაც არ გასულა.
მისივე განცხადებით, დავით ხომერიკი ბრალს არ აღიარებს.
დავით ხომერიკი 3 დეკემბრის ღამეს, მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას საფეთქებელი ნივთიერების გადატანასა და მომზადებას ედავებიან.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ხომერიკს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფოტო: მთავარი არხი