ევროპარლამენტმა ტირძნისიდან გატაცებულ ბავშვებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა მოამზადა.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ბავშვები უპირობოდ უნდა გაათავისუფლდნენ.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის წევრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების შესახებ დეტალური ინფორმაცია პირადად საქართველოს ვიცე პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ მიაწოდა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ევროსაბჭოში შეხვედრებს ისევ მართავს.
ევროპელი დეპუტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ბავშვების პატიმრობა უკანონოა, ამიტომ ევროპა მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს.
ბრიუსელში ბარამიძის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კონფერენცია, რომლის დროსაც იგეგმება გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ დოკუმენტის ინიცირება.