მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს პასუხობს, რომელმაც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ანდრო ჭიჭინაძეზე განახადა:“შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაშიც იღებდა მონაწილეობას".
გუნცაძე მეგობრებს მოუწოდებს, მისი სტატუსი მდინარაძეს აჩვენონ.
"ანდრო ჭიჭინაძე თუ აღიარებს დანაშაულს, კარგი ბიჭია, კარგი მსახიობია და მზად ვართ ჩავუდგეთ თავდებშიო. თავისუფალი მსახიობია და რა მოხდა თუ ითამაშა რუსულ ფილმშიო... მაგრამ მაშინ რატომ ტყუის, რომ ეზიზღება რუსეთიო?! ლაკას (ელენე ხოშტარიას) დეიდაშვილიაო, რომელიც ფინანსდება რუსეთიდანო და აბა მეტი რა ვთქვაო. არ ვიცი მონიშვნა როგორ უნდა მამუკა მდინარაძის და ჩემი სტატუსი დაუდეთ! მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!“- წერს ლიკა გუნცაძე.