მოსამართლე ნინო გუდაძემ მარტის აქციების დროს დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი დამნაშავეებად სცნო და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
მათ მოსამართლემ სასჯელი 3 წლის ვადით განუსაზღვრა, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას ძალადობრივად დაკავებულ ორივე აქტივისტს პროკურატურა პარლამენტის 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავება.