24 იანვარს, 10.00 საათზე, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" გაიხსნება საერთაშორისო ტრეინინგი თემაზე "ტკივილის ეფექტური მართვა ინკურაბელურ პაციენტებში". სემინარი ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება.
მასში მონაწილეობას სხვადასხვა საავადმყოფოს, ჰოსპიტლებისა და პოლიკლინიკების 100 ექიმი მიიღებს.
ღონისძიებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი გახსნიან.
სპეციალისტები ტკივილის მართვის საშუალებების მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრებენ, რაც არა მხოლოდ კიბოთი დაავადებულებს, არამედ გულ-სისხლძარღვთა, ინსულტის, შიდსისა და სხვა დაავადებებსაც შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები