ოსი სეპარატისტები საბრძოლო მომზადებაში ე.წ. გეგმიურ სამხედრო სწავლებას ატარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იგივე სწავლებას ცხინვალში არსებული რუსული საოკუპაციო ბაზის პირადი შემადგენლობაც ატარებს.
"სწავლებას გეგმიური ხასიათი აქვს და იგი სამხრეთ ოსეთის სხვა ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთქმედებით მიმდინარეობს. მიმდინარე კვირა ასევე იწვრთნება რუსული მეოთხე ბაზის პირადი შემადგენლობა. სწავლებები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარე თვის ბოლოს ერთობლივი სწავლების ჩატარება იგეგმება", _ აცხადებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი ვალერი იახოვეცი.