საქართველოს ორი მოქალაქე რომლებიც ოსმა სეპარატისტებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს ქართულ მხარეს გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"თამაზ ხარაზიშვილი და სერგო აბასაძე დადგენილი წესით ქართულ მხარეს გადაეცნენ. კიდევ ოთხი საქართველოს მოქალაქე - ჯემალ იარდალაშვილი, კახა სამხარაძე, რამაზ თოკაძე და ილია სალამაშვილი, რომლებიც ანალოგიური ბრალდებით არიან დაკავებულნი ჯერ კიდევ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, იმის გამო, რომ მათი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს", _ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის პრესსამსახური.
ოსური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაკავებულების შესახებ დოკუმენტებს ოსურ მხარეს გადაუგზავნის.
მასალის გამოყენების პირობები