"ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებისა და ძალადობის მაგალითი, არამედ იმგვარი სამოქალაქო დაპირისპირების და განუკითხაობისკენ ქვეყნის ბიძგება, რაც ბნელ 90-იანებს ჩაბარდა და რამაც ღრმა ეროვნული ტრავმა დატოვა თაობებში", - ასე გამოეხმაურა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას.
"მინდა ბრიუსელიდან გამოვეხმაურო "ქართული ოცნების" დეპუტატებად წოდებული ზონდერ ბრიგადის მხრიდან გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტს.
ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებისა და ძალადობის მაგალითი, არამედ იმგვარი სამოქალაქო დაპირისპირების და განუკითხაობისკენ ქვეყნის ბიძგება, რაც ბნელ 90-იანებს ჩაბარდა და რამაც ღრმა ეროვნული ტრავმა დატოვა თაობებში.
ეს არის ქვეყნის მტრობა, ღალატი, რუსული ოცნება, დასტური იმისა, რომ ან ჩვენ გავაგდებთ (დიახ, გავაგდებთ, მომედავოს ახლა იმედი) ივანიშვილს, ან ის გაანადგურებს არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც უკვე ჩამოანგრია, არამედ ქვეყანას და ქართველ ხალხს.
ჩემი სრული სოლიდარობა გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!” - წერს თინა ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, 15 იანვარს პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე, იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.