ოცნების ზონდერი სამხარაძე და მისი დაჯგუფება ლაჩრულად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა გიორგი გახარიას, ეს ქვეყანა ასეთი ვერ იქნება და არ იქნება - კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხნიანება.
"ბათუმში, სასტუმრო შერატონში, ოცნების ზონდერი სამხარაძე და მისი დაჯგუფება ლაჩრულად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა გიორგი გახარიას.
ეს ქვეყანა ასეთი ვერ იქნება და არ იქნება
თუნდაც ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე და ვერ შევთანხმდეთ მომავალში, ვთანხმდებით - მომავლამდე უნდა მივიდეთ.
ასეთი ანგარისშწორება განსხვავებულ აზრთან, არის რუსეთი, ეს საქართველოა", - წერს ნიკა მელია.
15 იანვარს პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.