„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს.
„მეგობრებო, მოგესალმებით. მე მინდა, დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ ჩემს საქართველოს, ჩემს მაგარ ხალხს, სამარგალოს განსაკუთრებით, დიდი სიყვარულით!
ხო, რაღაც ინციდენტი მოხდა. არ არის ეს რამე საამაყაო, უბრალოდ ერთი უნდა ვიცოდეთ ყველამ, ქართველები ვართ - თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს. ეს არის და ეს”, - ამბობს ზარქუა.
დღეს ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.