საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენებს, ბათუმში აქციის მონაწილეების დაკავებასა და თბილისში, მოსამართლეების ღონისძიებას ეხმაურება.
"ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან რეპრესიები გრძელდება! თბილისში პროტესტია მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც წვეულების გამართვას ცდილობდნენ იმ დღის შემდეგ, რაც მათ ახალგაზრდა დემონსტრანტებს გირაოს გარეშე გახანგრძლივებული პატიმრობა მიუსაჯეს. არანაირი სამართალი! არანაირი მოსამართლეები!", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.