სააკაშვილი საერთაშორისო დონის ისეთი პოლიტიკოსია, რომელსაც შეუძლია ბელორუსის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცოს, მაგრამ იგი სულაც არ არის ვალდებული იბრძოლოს დემოკრატიისათვის ბელორუსში ან რუსეთში, იმიტომ რომ მისი სფერო - საქართველოა. განაცხადა რუსმა პოლიტიკოსმა კონსტანტინე ბოროვოიმ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწესთან ვალერია ნოვოდვორსკაიასთან გამართული ვიდეოდიალოგის დროს.
"მეჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე ჰიპოსტაზში არსებობს, რამდენიმე როლს ასრულებს, ის არის ქართული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, იგი აშენებს დემოკრატიულ სტრუქტურებს და საქართველოს დემოკრატიულ მოწყობას.
მაგრამ ამავე დროს ის არის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო არენაზე. იგი დიპლომატია, იგი იძულებულია იმოქმედოს ისე, რომ აგრძელებს რა დემოკრატიულ ლიდერად დარჩენას საქართველოსი, საქართველოს შიგნით და საქართველოსთვის - იგი აგრძელებს დარჩენას დიპლომატად, საერთაშორისო პოლიტიკოსად, რომელსაც შეუძლია გამარჯვება მიულოცოს ალექსანდრე ლუკაშენკოს ისე, რომ ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში არ ჩაერიოს.
იმიტომ, რომ მას ამის უფლება არ აქვს, როგორც საერთაშორისო ლიდერს, იმიტომ რომ ეს აკრძალულია", _ აცხადებს ბოროვოი და აღნიშნავს, რომ მას კარგად ესმის ვალერია ნოვოდვორსკაიასი, რომელსაც სურს, რომ სააკაშვილს მწვავე პოლიტიკური განცხადებებით ლუკაშენკოს დამნაშავეობრივ რეჟიმთან ბრძოლა დაეწყო.
"მაგრამ იგი არც რუსეთში არსებულ დამნაშავეობრივ რეჟიმს არ ებრძვის, იმიტომ, რომ ეს მისი საქმე არ არის და მას არ აკისრია პასუხისმგებლობა დემოკრატიის აშენებაზე, საბაზრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მშენებლობაზე არც რუსეთში და არც ბელორუსში. მისი პასუხისმგებლობის სფერო საქართველოა", _ აცხადებს რუსი პოლიტიკოსი.
მისივე თქმით, მას ძალიან კარგად მესმის მისი პოზიცია, ქვეყნის ლიდერისა რომელსაც როგორც ქვეყნის ლიდერს არ აქვს უფლება ჩაერიოს ბელორუსში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში.
"მას ხმას აძლევენ ქართველები და არა იმ განცხადებებისათვის, რომლებიც მან ბელორუსში, რუსეთში, ვენესუელაში არსებული მოვლენების შესახებ გააკეთა. იგივე ხდება აშშ-შიც. ობამას ხმას აძლევენ მოქალაქეები იმის მიუხედავად თუ რა პოზიცია უჭირავს მას რუსეთთან მიმართებაში. რუსეთთან ურთიერთობა ეს 50-ე საკითხია ამერიკელებისათვის. ეს დემოკრატიის შედეგია და თუკი სააკაშვილი არ დაიცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და ბელორუსი და რუსი მოქალაქეების უფლებების დაცვას დაიწყებს მას ხმას არ მისცემენ", _ განაცხადა ბოროვოიმ ნოვოდვორსკაიას განცხადების საპასუხოდ, იმის შესახებ, რომ მან კედლიდან მიხეილ სააკაშვილის სურათი ჩამოხსნა.
"აი აქ არის არსებითი სხვაობა ჩემსა და ვალერია ილიშნას შორის. მე არ ვკიდებ ფოტოსურათებს იმ ადამიანებისა რომლებიც მიყვარს იმიტომ, რომ მერე იმედი არ გამიცრუვდეს. ერთადერთი ფოტოსურათი რომელიც მე მიკიდია ეს ვალერია ილინიშნა ნოვოდვორსკაიაა. ამიტომაც მიხეილ სააკაშვილს არც ვკიდებ და არც მოხსნა მომიწევს", _ აცხადებს პოლიტიკოსი და აღნიშნავს, რომ მას მოსწონს, რომ "მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო - სამწუხაროდ მშვიდი, მიუკერძოებელი და არის ასეთი სიტყვა მრავალი ლიდერისათვის არასასიამოვნო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ცინიკური ლიდერი ხდება".