22-25 იანვარს ქუთაისის ოპერის თეატრში რ. ლეონკავალოს ,,ჯამბაზები"-ს პრემიერა შედგება. როგორც ცნობილია, 11 თვის განმავლობაში თეატრში მიმდინარეობდა სარემონტო- საკონსტრუქციო სამუშაოები და ამჯერად თეატრში ახალი სეზონი იხსნება. სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია რ. ჯავახიშვილი, რომელიც ასევე თეატრის მთავარი დირიჟორი და თეატრის სამახატვრო ხელმძღვანელია. დამდგმელი რეჟისორია მაია გაჩეჩილაძე.
პრემიერაში მონაწილეობენ თეატრში ჩატარებული შიდა კონკურსის შედაგად გამოვლენილი შემსრულებლები, ესენი არიან : იტალიაში, ქ. პიზაროსა და ქ. ოზიმოს მუსიკალური აკადემიის კურსდამთავრებულები ლ. თითბერიძე- ტონიო და ბ. კვრიკაშვილი-სილვიო, კანიოს პარტიას ასრულებს ა. ხიდაშელი, ხოლო პეპეს პარტიას რ. კუბლაშვილი, ნედას პარტიას კი მ. მაჩალაძე.
ასევე სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის არტისტები: ს. გველესიანი და ა. ხიდაშელი.
სპექტაკლი ქუთაისის ოპერის თეატრში პირველად დაიდგა. პრემიერა საქართველოს კულტურისა და ძეგლთაA დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შედგება.