საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პოლონეთის სახელმიწიფო მინისტრისა და განათლების ეროვნული მინისტრის მოადგილეს მიროსლავ სილატიცკის შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე პოლონეთთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები, ასევე სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება, განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, უცხო ენების გაძლიერებულად სწავლება განიხილეს.
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმით დაინტერესდა და სრული ინფორმაცია დაგეგმილ სიახლეებზეც მოისმინა.
მიროსლავ სილატიცკიმ დიმიტრი შაშკინს პოლონეთში ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია და ამ მიმართულებით გამოცდილებები გაუზიარა.
ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეები, მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განახორციელებაზე შეთანხმდნენ, ერთ-ერთი ასეთი პროექტი ორ ქვეყანას შორის მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებსა და სასწავლო ვიზიტებს.